ვრცლად AFFILIATE პროგრამის შესახებ
მოგესალმებით მეგობრებო!
გვიხარია რომ გამოხატავთ ინტერესს ჩაერთოთ ჩვენს AFFILIATE PROGRAM-ში და დაიწყოთ გამომუშავება იმ საქმით რომელიც შეიძლება ბევრისთვის საკმაოდ მომგებიანი და დამატებითთან ერთად პირდაპირი შემოსავლის წყაროც კი გახდეს!
ასევე აღსანიშნავია ისიც რომ, თქვენს მიერ უკვე გამომუშავებულ თანხასთან ერთად, გაწევრიანებული სტუდენტიც პრივილეგიით ისარგებლებს.
გაინტერესებთ როგორ?
თითოეული აფილიეტ მარკეტერს, უნიკალური ფასდაკლების კოდი (Coupone Code) მოგენიჭებათ, რომლის დახმარებითაც, სტუდენტი კურსზე 100 ლარიანი ფასდაკლების მიღებას შეძლებს, რაც პოტენციური მოსწავლის მოზიდვისა და გაყიდვის შანსებს საგრძნობლად გაგიზრდით!
ამ მომენტისთვის გვაქვს აფილიეტ პროგრამა, ჩვენი მიმდინარე სასწავლო პროგრამა “ციფრული ერა”-სთვის, სადაც თქვენს მიერ მოყვანილ და დარეგისტრირებულ სტუდენტზე გამოიმუშავებთ ფიქსირებულ 150 ლარს!
ხოლო გამომუშავებულ თანხას კურსის დაწყების დღიდან 4 სამუშაო დღის მანძილზე მიიღებთ!
მაგ: თუ კურსი იწყება 11 თებერვალს თქვენს მიერ გამომუშავებულ თანხას მიღებთ 11 თებერვლიდან 15 თებერვლამდე!
ჩვენთან ნებისმიერი ტიპის მარკეტერს და ადამიანს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა, გაწევრიანდეს და ცადოს ბედი!
ასევე არ ვზღუდავთ პლატფორმებს და ზოგადად გზებს რითიც გექნებათ იდეა რომ მიიღოთ ტრაფიკი და გაზარდოთ გაყიდვები, გექნებათ სრული თავისუფლება რათა გამოიყენოთ ნებისმიერი ინფორმაცია თუ ფოტო/ვიდეო მასალა რომელიც უკავშირდება ჩვენს სასწავლო პროგრამას!
არ აქვს მნიშნელობა ეს იქნება ფასიანი რეკლამებისაგან მიღებული შედეგი, სმს მარკეტინგი, იმეილ მარკეტინგი, ცივი ზარები თუ კონტენტ კრეატორობის გამოყენება და ინფლუენსერების მოზიდვა ! გაქვთ სრული თავისუფლება!
ამიერიდან უბრალოდ კარგი რჩევაც კი, შეიძლება გახდეს თქვენი ერთ-ერთი დამატებითი შემოსავლის წყარო, რომლის ანალოგიც ამეტაპისთვის საქართველოში არ არსებობს!
მალე ვაპირებთ დავამატოთ აფილიეტ პროგრამა არამარტო სასწავლო პროგრამებისთვის არამედ ჩვენს კომპანიაში არსებულ ყველა სერვისებსა თუ შოპინგ პლატფორმებზე! სხვადასხვა ფიზიკური თუ არაფიზიკური პროდუქტის რეალიზებისთვის, სადაც წინასწარ დარეგისტრირებულ წარმატებულ აფილატორებს, ბუნებრივია ექნებათ მეტი საკომისიოს მიღების შესაძლებლობა და ისარგებლებენ მეტი ბენეფიტებითა და პრივილეგიებით! ჩვენს აფილიატ პროგრამაში გაწევრიანების შემდეგ გექნებათ თქვენი პირადი ფანჯარა და პანელი სადაც შეძლებთ გააკონტროლოთ საკომისიოები, კუპონ კოდები, ლინკები და ა.შ
ჩვენი გუნდი ხარისხის გარანტიაა, რაზეც ჩვენი კმაყოფილი სტუდენტების რიცხვი მიუთითებს. გაინტერესებთ რას ნიშნავს აფილიეტ მარკეტინგი? მაშინ , გაეცანით ჩვენს სტატიას.
გისურვებთ წარმატებებს!